fbpx

hide

555-588-450

დარეკეთ 10:00-20:00

თქვენი კალათა ცარიელია!

 
ისევე როგორც ყველა პოპულარული სპორტული ფეხსაცმლი, ნიუ ბალანსიც ვერ გადაურჩა გამყალბებლებს და მატყუარა გამყიდვლებს. სამწუხაროთ საქართველოში ძალიან ბევრი ამ ფირმის ყალბი ფეხსაცმელი იყიდება ისე, რომ ზოგჯერ თავად გამყიდველებმაც არ იციან, თუ რას ყიდიან. ამიტომ აუცილებლად ჩავთვალოთ გაგაცნოთ ორიგინალი ბოტასის ზოგიერთი მახასიათებლები, რომლებიც სიყალბის დადგენაში დაგეხმარებათ.

მაგალითისთვის განვიხილოთ ამ ბრენდის ყველაზე პოპულარული მოდელი, თანამედროვე ყუთის ეტიკეტით - New Balance 574. მოდელი კლასიკურია, წლიდან წლამდე მეორდება, ამიტომ ქვემოთ მოცემული ინფორმაცია მომდევნო წლების განმავლობაშიც აქტუალური იქნება.

დავიწყოთ ეტიკიტით, რომელიც განთავსებულია ფეხსაცმლის ორიგინალ ყუთზე. აქ საინტერესოა 3 ძირითადი კოდი:
1 - მოდელის ტიპი D (იგივეა როგორც მარცხენა, ასევე მარჯვენა ფეხსაცმელზე და ყუთზე);
2 - მოდელის ნომერი ML574LPK (იგივეა როგორც მარცხენა, ასევე მარჯვენა ფეხსაცმელზე და ყუთზე)
3 - შტრიხ-კოდი 00798248881849 (იგივეა როგორც მარცხენა, ასევე მარჯვენა ფეხსაცმელზე და ყუთზე)



ქვემოთ მოცემულია ამ ფეხსაცმლის მარცხენა წყვილის ენაზე დატანილი ეტიკეტის სურათი. აქ გვაინტერესებს ორი კოდი:
4 - სერიული ნომერი RQ318FT100 (იგივე ორივე ფეხსაცმელზე);
5 - უნიკალური ნომერი BJJDL6445 MCB (განსხვავებულია ორივე ფეხსაცმელზე).


ქვემოთ მოცემულია ამ ფეხსაცმლის მარჯვენა წყვილის ენაზე დატანილი ეტიკეტის სურათი. როგორც ხედავთ აქაც ყველა კოდი ერთმანეთს ემთხვევა გარდა უნიკალური ნომრისა (5).
5 - უნიკალური ნომერი BJJDL6446 CBZ (განსხვავებულია ორივე ფეხსაცმელზე).

 გაითვალისწინეთ, რომ ორიგინალ New Balance-ს ყოველთვის ექნება განსხვავებული უნიკალური ნომერი მარცხენა და მარჯვენა წყვილზე. თუ ისინი ემთხვევა ან არ არსებობს, ეს 100%-ით ყალბი ფეხსაცმელია. ანალოგიური წესი ასევე ვრცელდება Adidas- სა და Reebok- ზე.
ეს მეთოდი მუშაობს აბსოლუტურად ყველა შემთხვევაში, მაგრამ თუ მოხდა ისე, რომ კოდები განსხვავებულია, მაგრამ თქვენ კვლავ გაქვთ ეჭვი პროდუქტის ორიგინალურობასთან დაკავშირებით, ან, მაგალითად, კოდები ემთხვევა, მაგრამ გამყიდველი ირწმუნება რომ ეს არის 100% ორიგინალი, მაშინ რა უნდა გააკეთოთ ასეთ შემთხვევაში?


ასეთი შემთხევისთვის კარგი იქნება თუ თან გექნებათ ულტრაიისფერი გამოსხივების ფანარი. ამ მეთოდით გადამოწმებული New Balance-ის ბოტასებიც თითქმის 100%-იან სწორ პასუხს იძლევა. უბრალოდ დაანათეთ ფანარი ბოტასის ენაზე არსებულ ეტიკეტს და იქ გამოჩნდება NB-ის ლოგოები, ისე, როგორც ეს ქვემოთ სურათზეა ნაჩვენები. გაითვალისწინეთ, რომ ლოგო უნდა ჩანდეს მკაფიოდ და განლაგებული უნდა იყოს სიმეტრიულად და არა ისე, როგორც ეს მეორე ფოტოზეა (გაურკვეველი ფორმის მანათობელი ლაქები).

ფეხსაცმლის ორიგინალობის კიდევ ერთი მანიშნებელია მწარმოებელი ქვეყნის დასახელება ეტიკეტზე და ყუთზე. გაითვალისწინეთ, რომ ამ მარკის ფეხსაცმელი მზადდება მხოლოდ ხუთ ქვეყანაში: აშშ, დიდი ბრიტანეთი, ვიეტნამი, ინდონეზია და ჩინეთში. ყველა სხვა ქვეყნის სახელწოდება ეტიკეტზე მისი 100%-იანი სიყალბის ნიშანია.

ასევე ყურადსაღებია New Balance-ის ყუთი. ის სხვადასხვანაირია და დამოკიდებულია რა ტიპის ფეხსაცმელი დევს შიგნით და რომელ ქვეყანაშია დამზადებული. ნებისმიერი ყუთი დამზადებულია მაღალი ხარისხის მუყაოსგან და მასზე დატანილი ინფორმაცია მკაცრად დაცული სიმეტრიებით გამოირჩევა. მაგალითად ლურჯ ყუთზე არსებული ნახატი ზუსტად უნდა ემთხვეოდეს ერთმანეთს ისე, როგორც ფოტოზეა ნაჩვენები.


მოკლე დასკვნა ასეთია:

პირველი და მთავარი სანდო მეთოდი ნაღდი და ყალბი New Balance-ის ბოტასების ერთმანეთისგან განსხვავებისთვის არის, რომ ფეხსაცმლის უნიკალური ნომერი (5) აუცილებლად უნდა განსხვავდებოდეს ერთმანეთისგან. თუ უნიკალური კოდები ემთხვევა, მაშინ ის 100% ყალბია! თუ უნიკალური რიცხვები განსხვავებულია, ეს არის 99,9% ორიგინალი! არა 100%, რადგან ცხოვრებაში ყველაფერი შეიძლება მოხდეს.
ასევე დააკვირდით სხვა ციფრებსაც და შეადარეთ ისინი ერთმანეთს როგორც ზემოთ აგიხსენით. ასევე აუცილებლად გამოიყენეთ ულტრაიისფერი ფანარი და დააკვირდით ეტიკეტს.
ჩვენი რჩევაა შეიძინოთ ორიგინალი ფეხსაცმელი. ის დამზადებეულია საერთაშორისო ნორმების სრული დაცვით, ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო მასალებით და თანამედროვე ტექნოლოგიებით რაც ბოტასის კომფორტულობის და ხანგრძლივი მოხმარების გარანტიაა.

რეკომენდირებული

(ზომა 38) პუმა: Tazon 6 WN's FM Cross-Trainer Shoe

(ზომა 38) პუმა: Tazon 6 WN's FM Cross-Trainer Shoe

270.00 ₾   179.00 ₾
(ზომა 41)  New Balance WW411v2

(ზომა 41) New Balance WW411v2

259.00 ₾   165.00 ₾
(ზომა 42) რიბოკი: Classic Nylon Sneaker

(ზომა 42) რიბოკი: Classic Nylon Sneaker

225.00 ₾   169.00 ₾

კონტაქტი

hideთბილისი. ბახტრიონის ქ. 11ბ

hideტელ: 555-588-450

hideadmin@botasi.ge

სამუშაო საათები

hideორშაბათი-პარასკევი  - 11:00 - 18:00

hideშაბათი      ---------------- 12:00 - 16:00

hideკვირა     ------------------ დაკეტილია

შემოგვიერთდით და თვალი გვადევნეთ სოციალურ ქსელებში

სიახლეების გამოწერა

გამოიწერეთ ჩვენი მაღაზიის სიახლეები