fbpx

hide

555-588-450

დარეკეთ 10:00-20:00

თქვენი კალათა ცარიელია!

წესები და პირობები

ხელშეკრულება მაღაზიაში მოქმედ წესებზე და პირობებზე

ინტერნეტ მაღაზია botasi.ge -ის სახით (შემდგომში გამყიდველი), აქვეყნებს ამ ხელშეკრულებას, რომელიც წამოადგენს საჯარო ხელშეკრულებას როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირების მიმართებაში (შემდგომში მყიდველი).

მუხლი 1. ხელშეკრულების საგანი
1.1 გამყიდველი ვალდებულია გადასცეს მყიდველს საკუთრებაში, ხოლო მყიდველი ვალდებულია გადაიხადოს და მიიღოს ინტერნეტ მაღაზიაში botasi.ge შეკვეთილი საქონელი

მუხლი 2. ხელშეკრულების დადების პირობები
2.1 ამ ხელშეკრულების ტექსტი წარმოადგენს საჯარო ინფორმაციას.
2.2 გამყიდველთან ნივთის შეძენაზე შეკვეთის გაფორმების ფაქტი წარმოადგენს ამ ხელშეკრულებასთან უსიტყვო თანხმობას და მყიდველი ავტომატურად განიხილება როგორც პირი, რომელმაც დადო ეს ხელშეკრულება მაღაზია botasi.ge -სთან.
2.3 ნივთზე შეკვეთის გაფორმება და გადახდები ხდება მყიდველის მიერ ინტერნეტ მაღაზიაში botasi.ge შესაბამის გვერდზე შეკვეთის გაფორმების გზით.

მუხლი 3. საქონლის მახასიათებლები
3.1 იმის გამო, რომ კომპიუტერის მონიტორების ტექნიკური მახასიათებლები განსხვავდება ერთმანეთისგან, საქონლის რეალური ფერი შეიძლება განსხვავდებოდეს საიტზე ნაჩვენები ფერისგან.
3.2 ზოგიერთ შემთხვევაში, საქონლის მახასიათებლები და გარეგნული შესახედაობა, შეიძლება განსხვავდებოდეს საიტზე არსებული აღწერილობებისგან.

მუხლი 4. საქონლის ფასი
4.1 ინტერნეტ მაღაზიაში ფასები მითითებულია საქართველოს ეროვნულ ვალუტაში (ლარი) ერთი ან რამოდენიმე ერთეულისთვის.
4.2 ტარიფები მაღაზიაში მოქმედ მომსახურებაზე  მითითებულია ყველა საქონლისთვის ცალკე, მისი მახასიათებლების შესაბამისად.
4.3. შეკვეთის დაჯამებული საფასური ჩანს განყოფილებაში „კალათა“ სტრიქონში „ჯამი“.

მუხლი 5. გადახდა
5.1 ნაღდი ანგარიშსწორებით გადახდის ფორმის არჩევის შემთხვევაში მყიდველი ვალდებულია გადაუხადოს გამყიდველს საქონლის საფასური მისი მიწოდების თანავე, ხოლო გამყიდველი ვალდებულია მისცეს მყიდველს შესყიდვის დამადასტურებელი ინვოისი ან სხვა საბუთი. გადახდის ეს მეთოდი ხორციელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელს მიწოდების მეთოდად მითითებული აქვს „თვითმომსახურეობა“. გადახდის ამ მეთოდზე საკომისიო გადასახადი არ არის და ანგარიშსწორება ხდება მომხმარებლის მიერ შეძენილი საქონლის ადგილზე აღების დროს.
5.2 უნაღდო ანგარიშსწორებით გადახდის ფორმის არჩევის შემთხვევაში, მყიდველის ვალდებულება საქონლის საფასურის გადახდაზე ითვლება შესრულებულად მას შემდეგ, რაც იგი გადარიცხავს გადასახდელი თანხის 100%-ს (ასი პროცენტი) საიტზე მითითებულ საბანკო რეკვიზიტებზე. 
 მომხმარებლის მიერ თანხის გადარიცხვა ხდება შეკვეთის გაფორმების დასრულების შემდეგ.  საბანკო რეკვიზიტები გამოიგზავნება მომხმარებლის მიერ მითითებულ ელ.ფოსტაზე ინვაოისთან ერთად..
გადახდის ამ მეთოდზე საკომისიო გადასახადი არ არის. გადახდა შესაძლებელია როგორც ინტერნეთ ბანკინგით, ასევე ბანკის ნებისმიერ ფილიალში. გადახდის დროს დანიშნულებაში უნდა მიეთითოს შეკვეთის ნომერი (ავტომატურად ანიჭებს მაღაზია) ან შეკვეთის გაფორმების დროს მითითებული ელ.ფოსტის მისამართი. 
5.3 უნაღდო ანგარიშსწორებით გადახდის ფორმის არჩევის შემთხვევაში მყიდველის მიერ თანხის გადახდის 2 დღეზე მეტად დაყოვნება ჩაითვლება ამ ხელშეკრულების უხეშ დარღვევად და გამყიდველი უფლებამოსილია მყიდველს აცნობოს შეკვეთის გაუქმების შესახებ.
5.4 საქონელი მყიდველს მიეწოდება იმ ფასის, სახელწოდების და რაოდენობის მიხედვით, რაც ასახულია მყიდველის მიერ გადახდილი თანხის შესაბამის ინვოისში.

მუხლი 6. მიწოდება
6.1 მყიდველისთვის საქონლის მიწოდება ხდება შეკვეთის გაფორმების დროს მითითებულ მისამართზე და ვადებში (საკურიერო ფირმის მიწოდების ვადების სიზუსტეზე საიტის ადმინისტრაცია პასუხს არ აგებს) ან მყიდველს თავად გააქვს საქონელი დადგენილი წესებით საიტზე მითითებული ადგილიდან ოპერატორთან შეთანხმებულ დროს.
6.2 მიწოდების ზუსტ საფასურს ადგენს საიტის ადმინისტრაცია და მას ეთანხმება მყიდველი შეკვეთის გაფორმების დროს. შეკვეთის გაფორმების დასრულების შემდეგ, მიწოდების საფასურის შეცვლა დაუშვებელია.
6.3 მყიდველის გამოუცხადებლობა ან საქონლის მიღებისათვის აუცილებელი პროცედურებისგან თავის არიდება (არ დახვედრა მითითებულ მისამართზე), რაც მყიდველის მხრიდან ხელს შეუშლის საქონლის დროულად მიწოდების პროცესს, გამყიდველის მიერ განხილული იქნება როგორც უარის თქმა შეძენილ საქონელზე და ამ ხელშეკრულების დარღვევა.

6.4 კურიერის მომსახურება
6.4.1. თუ ნივთის მოწოდებისთვის აირჩევთ კურიერის მომსახურებას, იგი თქვენს მიერ მითითებულ მისამართზე მოგიტანთ შეკვეთილ ფეხსაცმელს. 
6.4.2. ზომის სწორად არჩევაზე პასუხისმგებლობა მთლიანად ეკისრება მყიდველს. მყიდველი ვალდებულია გაზომოს მისი ფეხის ტერფის სიგრძე ისე, როგორც ეს ნახატზეა ნაჩვენები და ზომის ასარჩევად გამოიყენოს სატზე არსებული ზომების ცხრილი
6.4.3. თბილისის შემთხვევაში  თუ მყიდველი მაინც არ (ვერ) გადაწყვეტს ფეხსაცმლის შეძენას ნებისმიერი მიზეზის გამო, კურიერი უპრობლემოდ წამოიღებს შეკვეთას უკან. გადახდილი თანხა, რომელსაც გამოაკლდება საკურიერო მომსახურების საფასური, იმავე დღეს ან მაქსიმუმ 2-3 სამუშაო დღეში დაერიცხება მის მიერ მითითებულ საბანკო ანგარიშზე. 
6.4.4. თბილისის შემთხვევაში თუ გადაწყვეტთ ნივთის დატოვებას და ხელს მოაწერთ შესაბამის ინვოისზე, არანაირი შემდგომი პრეტენზია ფეხსაცმლის გადაცვლაზე ან თანხის დაბრუნებაზე აღარ მიიღება.
6.4.5..  საკურიერო მომსახურების გამოყენების შემთხვევაში, მყიდველი ვალდებულია დახვდეს კურიერს შეკვეთის გაფორმების დროს მითითებულ მისამართზე ან შეუთანხმდეს სხვა სრულწლოვან პირს, რომ მიიღოს შეკვეთა მის მაგივრად. ასეთ შემთხვევაში ზომის არ დამთხვევის გამო გამოთქმული პრეტენზიები არ მიიღება.
6.4.6.. არასწორად მითითებულ მისამართზე საიტის ადმინისტრაცია პასუხს არ აგებს.
6.4.7. მითითებულ მისამართზე მიმღები პირის არ დახვედრის შემთხვევაში კურიერი გაიმეორებს მოწოდების მცდელობას მეორე სამუშაო დღეს.
6.4.8. მითითებულ მისამართზე მიმღები პირის განმეორებით არ დახვედრის შემთხვევაში საქონელი დაბრუნდება მაღაზიაში და შემკვეთი: 1) თავად გაიტანს მას ოპერატორთან შეთანხმებულ დროს მისამართზე: ბახტრიონის 11ბ. ამ შემთხვევაში, საკურიერო მომსახურებისთვის გადახდილი თანხა, დაბრუნებას არ ექვემდებარება.  2) კიდევ ერთხელ გადაიხდის საკურიერო მომსახურების საფასურს და მიიღებს შეკვეთას მითითებულ მისამართზე. 3) აუქმებს შეკვეთას და გადახდილი თანხა, რომელსაც გამოაკლდება საკურიერო მომსახურების ორმაგი საფასური, იმავე დღეს ან მაქსიმუმ 2-3 სამუშაო დღეში დაერიცხება მითითებულ საბანკო ანგარიშზე. 
6.4.9. რეგიონის შემთხვევაში მყიდველი ვალდებულია ფეხსაცმელი მოიზომოს ისე, რომ არ მოხსნას მასზე დაკიდებული ეტიკეტი, არ გადააგდოს ყუთი და შესაფუთი ქაღალდი.  თუ სხვადასხვა მიზეზის გამო მყიდველი არ გადაწყვეტს ფეხსაცმლის შეძენას, იგი აგზავნის მას მიღებიდან სამი დღის ვადაში იმავე მდგომარეობაში, როგორშიც მიიღო ნივთი, საკურიერო კომპანიის საშუალებით (მისივე ხარჯით) ჩვენ მიერ მოწოდებულ მისამართზე. გადახდილი თანხა მყიდველის ანგარიშზე (გამოკლებული კურიერის მომსახურების) ჩაირიცხება ნივთის მიღებიდან 1-3 სამუშაო დღეში. თუ უკან დაბრუნებული ფეხსაცმელი იქნება დაზიანებული, ნახმარი ან არ ექნება საფირმო ატრიბუტები (ეტიკეტი, ყუთი და სხვა) გადახდილი თანხა დაბრუნებას არ ექვემდებარება და მყიდველი თავად იზრუნებს გამოგზავნილი ნივთის უკან წაღებაზე.

6.5  თვითმომსახურეობა
6.5.1. მომხმარებელი საქონელს იღებს საიტზე მითითებულ მისამართზე: ბახტრიონის 11ბ. შეხვედრის დრო თანხმდება ოპერატორსა და კლიენტს შორის. ამ სახის მომსახურეობა უფასოა.
6.5.2. ადგილზე მოსულ მომხმარებელს უპრობლემოდ შეუძლია აღარ აიღოს შეკვეთილი ნივთი ან თუ საშუალება იქნება გადაცვალოს ის სხვა ზომაში ან მოდელში.
6.5.3. თუ ადგილზე მოსულ მომხმარებელს თანხა გადახდილი აქვს უნაღდო ანგარიშსწორებით (საბანკო გადარიცხვით) და იგი სხვადასხვა მიზეზით აღარ აიღებს შეკვეთილ ნივთს და გააუქმებს შეკვეთას, გადახდილი თანხა იმავე დღეს ან მაქსიმუმ 2-3 სამუშაო დღეში დაერიცხება მის მიერ მითითებულ საბანკო ანგარიშზე. 
6.5.4. თუ ადგილზე მოსულ მომხმარებელი გადაწყვეტს შეკვეთილი ნივთის აღებას და ხელს მოაწერთ შესაბამის ინვოისზე, არანაირი შემდგომი პრეტენზია ფეხსაცმლის გადაცვლაზე ან თანხის დაბრუნებაზე აღარ მიიღება.

მუხლი 7. საქონლის გარანტია
7.1 ნივთის საექსპლოტაციო ვადას და გარანტიას ადგენს მწარმოებელი ფირმა და საიტის ადმინისტრაცია ამ საკითხზე პასუხისმგებელი არ არის.

მუხლი 8. მხარეთა უფლება-მოვალეობები
8.1 გამყიდველი ვალდებულია:
8.1.1 არ გაასაჯაროს მყიდველის არანაირი პირადი ინფორმაცია და არ მისცეს მესამე პირს წვდომა ამ ინფორმაციაზე, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწნებული შემთხვევებისა.
8.1.2 მისცეს მყიდველს შესაძლებლობა ისარგებლოს უფასო სატელეფონო კონსულტაციით ტელეფონზე, რომელიც მითითებულია საიტის botasi.ge მთავარ გვერდზე. კონსულტაციის მოცულობა განისაზღვრება კონკრეტულ კითხვებზე პასუხებით, რომელიც შეეხება შეკვეთის სწორად გაფორმებას და სხვა ტექნიკურ დეტალებს.
8.1.3 გამყიდველი იტოვებს უფლებას ცალმხრივად შეცვალოს ეს ხელშეკრულება მისი დადების მომენტამდე.
8.2 მყიდველი ვალდებულია:
8.2.1 ხელშეკრულების დადებამდე დაწვრილებით გაეცნოს ამ ხელშეკრულების პირობებს, მიწოდების და გადახდის პირობებს, რომლებიც გამოქვეყნებულია საიტზე botasi.ge
8.2.2 მიაწოდოს გამყიდველს სრული ინფორმაცია საკუთარ თავზე (სახელი, გვარი, საცხოვრებელი და საქონლის მისაწოდებელი მისამართი, საკონტაქტო ტელეფონი, ელ-ფოსტის მისამართი) და საქონლის მიწოდებისთვის საჭირო სხვა რეკვიზიტები.
8.2.3 მიიღოს და გადაიხადოს საქონლის საფასური საიტის ადმინისტრაციის მიერ დადგენილ ვადებში.

მუხლი 9. მხარეთა პასუხისმგებლობები და დავების გადაწყვეტა
9.1 მხარეები პასუხისმგებელი არიან ამ ხელშეკრულების არ ან არასათანადო შესრულებაზე საქართველოს არსებული კანონმდებლობის და ამ ხელშეკრულების შესაბამისად.
9.2 გამყიდველი არ არის პასუხისმგებელი იმ შეკვეთის მიწოდებაზე, რომლის მიწოდების მისამართი მყიდველმა არასწორად მიუთითა შეკვეთის გაფორმების დროს.
9.3 გამყიდველი არ არის პასუხისმგებელი, თუ მყიდველის მოლოდინი საქონლის სამომხმარებლო პარამეტრებზე არ გამართლდა. მყიდველი ვალდებულია გადაამოწმოს პარამეტრები საიტზე არსებულ შესაბამის განყოფილებაში. მაგ: ფეხსაცმლის ზომა შეარჩიოს საიტზე არსებული ზომების ცხრილის გამოყენებით.
9.4 გამყიდველი არ არის პასუხისმგებელი საქონლის მიწოდების დროს მოვალეობების ნაწილობრივ ან სრულად შეუსრულებლობისთვის, თუ ამის მიზეზი ფორსმაჟორული სიტუაციაა.
9.5 მყიდველი, აფორმებს რა შეკვეთას, პასუხისმგებელია საკუთარ თავზე მიწოდებული ინფორმაციის სიზუსტეზე და ამავ დროს ადასტურებს, რომ გაეცნო და სრულად ეთანხმება ამ ხელსეკრულებას.
9.6 ყველა დავა და უთანხმოება, წარმოშობილი მხარეების მიერ ამ ხელშეკრულების პირობების შესრულების დროს, წყდება მოლაპარაკებების გზით. თუ დავის მოგვარება ამ გზით ვერ მოხერხდა, მხარეებს უფლე აქვთ საკუთარი ინტერესების დასაცავად მიმართონ სასამართლოს.

მუხლი 10. საქონლის დაბრუნება
10.1. მომხმარებელს საშუალება ექნება უკან დააბრუნოს პროდუქცია მანამ, სანამ ის ხელს მოაწერს სასაქონლო ინვოისს და ამით დაადასტურებს ნივთის მიღებას. ინვოისზე ხელის მოწერის შემდეგ არანაირი პრეტენზიები საქონლის უკან დაბრუნებაზე ან გადაცვლაზე აღარ მიიღება.
10.2. იმ შემთხვევაში თუ მყიდველი ინვოისზე ხელის მოწერამდე გადაიფიქრებს ფეხსაცმლის შეძენას ნებისმიერი მიზეზის გამო, კურიერი ან კონსულტანტი უპრობლემოდ დაიბრუნებს შეძენილ ნივთს უკან. გადახდილი თანხა (კურიერის შემთხვევაში გამოკლებული მისი მომსახურების საფასური) იმავე დღეს ან მაქსიმუმ 2-3 სამუშაო დღეში დაერიცხება მითითებულ საბანკო ანგარიშზე. 
10.3. სასაქონლო ინვოისზე ხელმოწერა ხდება მას შემდეგ, რაც მყიდველი ჩაატარებს მისთვის საინტერესო პროცედურებს (მოირგებს ფეხსაცმელს და დაათვალიერებს ვიზუალურად) და გადაწყვეტს ნივთის შეძენას.
10.4. რეგიონის შემთხვევაში მყიდველი ვალდებულია ფეხსაცმელი მოიზომოს ისე, რომ არ მოხსნას მასზე დაკიდებული ეტიკეტი, არ გადააგდოს ყუთი და შესაფუთი ქაღალდი.  თუ სხვადასხვა მიზეზის გამო მყიდველი არ გადაწყვეტს ფეხსაცმლის შეძენას, იგი აგზავნის მას იმავე მდგომარეობაში, როგორშიც მიიღო ნივთი, საკურიერო კომპანიის საშუალებით (მისივე ხარჯით) ჩვენ მიერ მოწოდებულ მისამართზე. გადახდილი თანხა მყიდველის ანგარიშზე (გამოკლებული კურიერის მომსახურების) ჩაირიცხება ნივთის მიღებიდან 1-3 სამუშაო დღეში.
10.5. თუ უკან დაბრუნებული ფეხსაცმელი იქნება დაზიანებული, ნახმარი ან არ ექნება საფირმო ატრიბუტები (ეტიკეტი, ყუთი და სხვა) გადახდილი თანხა დაბრუნებას არ ექვემდებარება და მყიდველი თავად იზრუნებს გამოგზავნილი ნივთის უკან წაღებაზე.

მუხლი 11. ფორსმაჟორული სიტუაცია
11.1 მხარეები არ არიან პასუხისმგებელი ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოვალეობების ნაწილობრივ ან სრულად შეუსრულებლობისთვის, თუ ამის მიზეზი ფორსმაჟორული სიტუაციაა (გადაულახავი სიტუაცია). გადაულახავ სიტუაციებში იგულისხმება საგანგებო და განსაკუთრებული მდგომარეობები, რომლებიც ხელს უშლის ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესრულებას.ასეთებს განეკუთვნება სტიქიური მოვლენები (მიწისძვრა, წყალდიდობა და ა.შ), საზოგადოებრივი ცხოვრების მოვლენები (საომარი მოქმედებები, საგანგებო მდგომარეობა, მსხვილი გაფიცვები, ეპიდემიები და ა.შ.), სახელმწიფოს მიერ შემოღებული ამკრძალავი ზომები (გადაზიდვების აკრძალვა, სავალუტო შეზღუდვები, საერთაშორისო სანქციები და ა.შ.). ასეთი სიტუაციების მოქმედების პერიოდში მხარეები არ უყენებენ ერთმანეთს პრეტენზიებს და ყოველი მათგანი იღბს საკუთარ რისკს თავის თავზე ფორსმაჟორული სიტუაციებიდან გამომდინარე.

მუხლი 12. ხელშეკრულების მოქმედების ვადა
12.1 ეს ხელსეკრულება ძალაში შედის საიტზე botasi.ge შეკვეთის გაფორმების დასრულების თანავე და ძალაშია მანამ, სანამ მხარეები არ შეასრულებენ ხელშეკრულების პირობებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს.

მუხლი 13. ინტერნეტ მაღაზიის საკონტაქტო ინფორმაცია და რეკვიზიტები
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.
საიტი: https://botasi.ge
ტელეფონი: 555-588-450
მისამართი: თბილისი. ბახტრიონის ქ. 11ბ

საბანკო რეკვიზიტები:
სს თიბისი ბანკი
საბანკო კოდი: TBCBGE 22
ანგარიში: GE46TB7581545061100080
მიმღები: ანა რუსეიშვილი

სს საქართველოს ბანკი
საბანკო კოდი: BAGAGE 22
ანგარიში: GE54BG0000000103045460
მიმღები: ანა რუსეიშვილი

 

კონტაქტი

hideთბილისი. ბახტრიონის ქ. 11ბ

hideტელ: 555-588-450

hideadmin@botasi.ge

სამუშაო საათები

hideორშაბათი-პარასკევი  - 11:00 - 18:00

hideშაბათი      ---------------- 12:00 - 16:00

hideკვირა     ------------------ დაკეტილია

შემოგვიერთდით და თვალი გვადევნეთ სოციალურ ქსელებში

სიახლეების გამოწერა

გამოიწერეთ ჩვენი მაღაზიის სიახლეები