fbpx

hide

555-588-450

დარეკეთ 10:00-20:00

თქვენი კალათა ცარიელია!

მოწოდების პირობები

შეძენილი პროდუქციის მოწოდების პირობები

botasi.ge გთავაზობთ შეძენილი საქონლის მოწოდების ორ ვარიანტს: კურიერის მომსახურებას და თვითმომსახურეობას

1კურიერის მომსახურება
1.1. თუ ნივთის მოწოდებისთვის აირჩევთ კურიერის მომსახურებას, კურიერი თქვენს მიერ მითითებულ მისამართზე მოგიტანთ შეკვეთილ ფეხსაცმელს. 
1.2. ზომის სწორად არჩევაზე პასუხისმგებლობა მთლიანად ეკისრება მყიდველს. მყიდველი ვალდებულია გაზომოს მისი ფეხის ტერფის სიგრძე ისე, როგორც ეს ნახატზეა ნაჩვენები და ზომის ასარჩევად გამოიყენოს სატზე არსებული ზომების ცხრილი
1.3. თბილისის შემთხვევაში  თუ მყიდველი, ნებისმიერი მიზეზის გამო, მაინც არ (ვერ) გადაწყვეტს ფეხსაცმლის დატოვებას, იგი საკუთარი ხარჯებით გვიბრუნებს მას მისამართზე: ბახტრიონის 11ბ. იმავე მდგომარეობაში, რა მდგომარეობაშიც მიაწოდა ნივთი კურიერმა. მყიდველი ვალდებულია ფეხსაცმელი მოიზომოს ისე, რომ არ დააზიანოს იგი, არ მოხსნას მასზე დაკიდებული ეტიკეტი, არ გადააგდოს ყუთი და შესაფუთი ქაღალდი. გადახდილი თანხა, რომელსაც გამოაკლდება მიწოდების მომსახურების საფასური, იმავე დღეს ან მაქსიმუმ 2-3 სამუშაო დღეში მყიდველს დაერიცხება მის მიერ მითითებულ საბანკო ანგარიშზე. 
1.4. თბილისის შემთხვევაში მიწოდებიდან სამი (3) დღის შემდეგ, არანაირი პრეტენზია ფეხსაცმლის გადაცვლაზე ან თანხის დაბრუნებაზე აღარ მიიღება.
1.5..  საკურიერო მომსახურების გამოყენების შემთხვევაში, მყიდველი ვალდებულია დახვდეს კურიერს შეკვეთის გაფორმების დროს მითითებულ მისამართზე ან შეუთანხმდეს სხვა სრულწლოვან პირს, რომ მიიღოს შეკვეთა მის მაგივრად.
1.6.. არასწორად მითითებულ მისამართზე საიტის ადმინისტრაცია პასუხს არ აგებს.
1.7. მითითებულ მისამართზე მიმღები პირის არ დახვედრის შემთხვევაში კურიერი გაიმეორებს მოწოდების მცდელობას მეორე სამუშაო დღეს.
1.8. მითითებულ მისამართზე მიმღები პირის განმეორებით არ დახვედრის შემთხვევაში საქონელი დაბრუნდება მაღაზიაში და შემკვეთი: ან თავად გაიტანს მას ოპერატორთან შეთანხმებულ დროს მისამართზე: ბახტრიონის 11ბ. (ამ შემთხვევაში, საკურიერო მომსახურებისთვის გადახდილი თანხა, დაბრუნებას არ ექვემდებარება).  ან კიდევ ერთხელ გადაიხდის საკურიერო მომსახურების საფასურს და მიიღებს შეკვეთას მითითებულ მისამართზე.  ან  აუქმებს შეკვეთას და გადახდილი თანხა, რომელსაც გამოაკლდება საკურიერო მომსახურების ორმაგი საფასური, იმავე დღეს ან მაქსიმუმ 2-3 სამუშაო დღეში დაერიცხება მყიდველის მიერ მითითებულ საბანკო ანგარიშზე. 
1.9. რეგიონის შემთხვევაში მყიდველი ვალდებულია ჩვენს მიერ გამოგზავნილი ფეხსაცმელი მოიზომოს ისე, რომ არ დააზიანოს იგი, არ მოხსნას მასზე დაკიდებული ეტიკეტი, არ გადააგდოს ყუთი და შესაფუთი ქაღალდი.  თუ სხვადასხვა მიზეზის გამო მყიდველი არ გადაწყვეტს ფეხსაცმლის დატოვებას, იგი საკუთარი ხარჯებით აგზავნის მას მიღებიდან სამი დღის ვადაში ჩვენ მიერ მითითებულ მისამართზე იმავე მდგომარეობაში, როგორშიც ნივთი იქნა მიღებული. გადახდილი თანხა მყიდველის ანგარიშზე (გამოკლებული კურიერის მომსახურება) ჩაირიცხება ფეხსაცმლის ჩვენთან დაბრუნებიდან 1-3 სამუშაო დღეში. 
 გაითვალისწინეთ!!! თუ უკან დაბრუნებული ფეხსაცმელი იქნება დაზიანებული, ნახმარი ან არ ექნება საფირმო ატრიბუტები (ეტიკეტი, ყუთი და სხვა) გადახდილი თანხა დაბრუნებას არ ექვემდებარება და მყიდველი თავად იზრუნებს გამოგზავნილი ნივთის უკან წაღებაზე.

2. თვითმომსახურეობა
2.1. მომხმარებელი საქონელს იღებს საიტზე მითითებულ მისამართზე: ბახტრიონის 11ბ. შეხვედრის დრო თანხმდება ოპერატორსა და კლიენტს შორის. ამ სახის მომსახურეობა უფასოა.
2.2. ადგილზე მოსულ მომხმარებელს უპრობლემოდ შეუძლია აღარ აიღოს შეკვეთილი ნივთი ან თუ საშუალება იქნება გადაცვალოს ის სხვა ზომაში ან მოდელში.
2.3. თუ ადგილზე მოსულ მომხმარებელს თანხა გადახდილი აქვს უნაღდო ანგარიშსწორებით (საბანკო გადარიცხვით) და იგი სხვადასხვა მიზეზით აღარ აიღებს შეკვეთილ ნივთს და გააუქმებს შეკვეთას, გადახდილი თანხა იმავე დღეს ან მაქსიმუმ 2-3 სამუშაო დღეში დაერიცხება მის მიერ მითითებულ საბანკო ანგარიშზე. 
2.4. თუ ადგილზე მოსულ მომხმარებელი გადაწყვეტს შეკვეთილი ნივთის აღებას და ხელს მოაწერთ შესაბამის ინვოისზე, არანაირი შემდგომი პრეტენზია ფეხსაცმლის გადაცვლაზე ან თანხის დაბრუნებაზე აღარ მიიღება.

კონტაქტი

hideთბილისი. ბახტრიონის ქ. 11ბ

hideტელ: 555-588-450

hideadmin@botasi.ge

სამუშაო საათები

hideორშაბათი-პარასკევი  - 11:00 - 18:00

hideშაბათი      ---------------- 12:00 - 16:00

hideკვირა     ------------------ დაკეტილია

შემოგვიერთდით და თვალი გვადევნეთ სოციალურ ქსელებში

სიახლეების გამოწერა

გამოიწერეთ ჩვენი მაღაზიის სიახლეები