ყველას მოგეხსენებათ რამდენად არაკომფორტულია, როდესაც ადამიანს არასწორი ზომის ფეხსაცმელია აცვია. დიდი ზომა ხელს უშლის სიარულში, რამაც შესაძლებელია წაქცევა და ტრამვაც კი გამოიწვიოს, ხოლო პატარა ზომა ისეთ ტკივილებს იწვევს, რომ ადამინი შრომისუნარიანობასაც კი კარგავს. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ გაგაცნოთ ის აუცილებელი რჩევები, რომლის დახმარებით შეძლებთ იდეალური ფეხსაცმლის ზომის შერჩევას.
1 . ფეხსაცმელი მოიზომეთ გვიან შუადღეს, როდესაც ფეხის ზომა ყველაზე დიდია ყოველდღიური შეშუპების გამო.
2. მიაქციეთ ყურადღება, რომ თქვენი ქუსლი ზუსტად მოთავსდეს ფეხსაცმელში და არ სრიალებდეს. ფეხის გულის ქვემოთ და თითების ზემოთ, ფეხსაცმელი ზუსტად უნდა გერგებოდეთ, მაგრამ არ უნდა გიჭერდეთ. ფეხის თითები თავისუფლად უნდა იყვნენ და სამოძრაო ადგილი ჰქონდეთ.
3. თუ თქვენი ზომა განსაზღვრული ზომების შუაშია, აირჩიეთ უფრო დიდი ზომის ფეხსაცმელი. დიდი ზომის რეგულირება უფრო გაგიმარტივდებათ წინდებით და თასმებით.
4. გაიზომეთ ფეხები ყოველწლიურად. ჩვეულებრივ, ფეხი ასაკის მატებასთან ერთად იზრდება. გაითვალისწინეთ, რომ ორსულობის შემდეგ ხშირ შემთხვევაში ქალის ფეხის ზომა იცვლება.
5. აუცილებლად მოიზომეთ ფეხსაცმელი ორივე ფეხზე. შესაძლებელია, რომ თქვენს მარჯვენა და მარცხენა ფეხებს შორის სხვაობამ ერთ სრულ ზომას მიაღწიოს. ყოველთვის შეიძინეთ ფეხსაცმელი, რომელიც თქვენს დიდ ფეხს ერგება.
6 . ყურადღება მიაქციეთ, რომ ფეხსაცმელი ძალიან პატარა ან ვიწრო არ იყოს. ამ დროს ფეხები სირბილისას იჭიმება და ბუჟდება და კოჟრი და ბუშტუკები წარმოქმნება ან თითებზე. განსაკუთრებით მიაქციეთ ამას ყურადღება, რადგან ფეხსაცმლის შეძენისას ორჯერ უფრო მეტი ალბათობაა იმისა, რომ პატარა ზომის ფეხსაცმელი იყიდოთ.