ხელშეკრულება მაღაზიაში მოქმედ წესებზე და პირობებზე
ინტერნეტ მაღაზია botasi.ge -ის სახით (შემდგომში ადმინისტრატორი), აქვეყნებს ამ ხელშეკრულებას, რომელიც წამოადგენს საჯარო ხელშეკრულებას როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირების მიმართებაში (შემდგომში მომხმარებელი).
მუხლი 1. ხელშეკრულების საგანი
1.1 ადმინისტრატორი ვალდებულია გადასცეს მომხმარებელს განცხადების გამოსაქვეყნებელი სივრცე დროებით სარგებლობაში, თუ ის აკმაყოფილებს ამ ხელშეკრულები წესებს და მისაღებია საიტის ადმინისტრაციისთვის.
მომხმარებელი ვალდებულია დაემოეჩილოს მაღაზიაში არსებულ წესებს და პირობებს.
1.2 თუ ადმინისტრატორი საჭიროდ ჩათვლის, საიტზე დადებული განცხადება არ გამოქვეყნდება ავტომატურად. იგი გამოქვეყნდება მოდერაციის გავლის შემდეგ.
მუხლი 2. ხელშეკრულების დადების პირობები
2.1 ამ ხელშეკრულების ტექსტი წარმოადგენს საჯარო ინფორმაციას.
2.2 მომხმარებლის მიერ საიტზე საქონლის გამოქვეყნების ან დარეგისტრირების ფაქტი წარმოადგენს ამ ხელშეკრულებასთან უსიტყვო თანხმობას და იგი ავტომატურად განიხილება როგორც პირი, რომელმაც დადო ეს ხელშეკრულება მაღაზია botasi.ge -სთან.
2.3 ნივთის საიტზე გამოქვეყნება ან შეძენა ხდება ინტერნეტ მაღაზიაში არსებულ შესაბამის გვერდებიდან ან საკონტაქტო ფორმებიდან.
2.4 საიტის ადმინისტრაცია პასუხს არ აგებს მომხმარებლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის სისწორეზე (ტელეფონის ნომერი, ელ-ფოსტა, სახელი, გვარი და სხვა).
მუხლი 3. საქონლის მახასიათებლები
3.1 იმის გამო, რომ კომპიუტერის მონიტორების ტექნიკური მახასიათებლები განსხვავდება ერთმანეთისგან, საქონლის რეალური ფერი შეიძლება განსხვავდებოდეს საიტზე ნაჩვენები ფერისგან.
3.2 ზოგიერთ შემთხვევაში, საქონლის მახასიათებლები და გარეგნული შესახედაობა, შეიძლება განსხვავდებოდეს საიტზე არსებული აღწერილობებისგან.
3.3 საიტის ადმინისტრაცია პასუხს არ აგებს მომხმარებლის მიერ საიტზე დამატებული საქონლის რეალურთან მსგავსებაზე ან სხვა მახასიათებლების სიზუსტეზე (ზომა, ფერი, მდგომარეობა და სხვა)
მუხლი 4. საქონლის ფასი
4.1 ინტერნეტ მაღაზიაში ფასები მითითებულია საქართველოს ეროვნულ ვალუტაში (ლარი) ერთი ან რამოდენიმე ერთეულისთვის და ამერიკულ დოლარში.
4.2 მაღაზიაში ტარიფებს განსაზღვრავს განცხადების ავტორი (გამყიდველი) და მასთან საიტის ადმინისტრაციას შეხება არა აქვს.
4.3 შეკვეთის დაჯამებული საფასური ჩანს საქონლის გვერდზე არსებულ შესაბამის გრაფაში.
4.4 საიტის ადმინისტრაცია პასუხს არ აგებს, მყიდველის მიერ დადებული ფასის ადეკვატურობაზე.
მუხლი 5. გადახდა
5.1 საქონელზე საფასურის გადახდა ხდება განცხადების ავტორთან (გამყიდველთან) შეთანხმებული გადახდის მეთოდით (ნაღდი ანგარიშსწორებით, საბანკო გადარიცხვით ან სხვა).
5.2 მომხმარებელი, რომელიც დაარღვევს სიტყვიერ შეთანხმებას მყიდველთან ან გამყიდველთან, მოლაპარაკებული თანხის გადახდის თაობაზე და ამის შესახებ საიტის ადმინისტრაცია მიიღებს შეტყობინებას, დაიბლოკება და ვეღარ ისარგებლებს ჩვენი საიტის botasi.ge მომსახურებით.
5.3 საიტის ადმინისტრაცია პასუხს არ აგებს გარიგების მონაწილეთა რომელიმე მხარის მიერ გადახდის შეთანხმებული პირობების დარღვევაზე.
მუხლი 6. მიწოდება
6.1 მყიდველისთვის საქონელზე მიწოდება ხდება განცხადების ავტორთან (გამყიდველთან) შეთანხმებული მიწოდების მეთოდით (პირადი შეხვედრა, კურიერის მომსახურება ან სხვა).
6.2 მყიდველისთვის საქონელის მიწოდების დროის განსაზღვრა ხდება განცხადების ავტორთან (გამყიდველთან) შეთანხმებულ დროში.
6.3 მომხმარებელი, რომელიც დაარღვევს სიტყვიერ შეთანხმებას მყიდველთან ან გამყიდველთან, მოლაპარაკებული მიწოდების მეთოდის ან დროის თაობაზე და ამის შესახებ საიტის ადმინისტრაცია მიიღებს შეტყობინებას, დაიბლოკება და ვეღარ ისარგებლებს ჩვენი საიტის botasi.ge მომსახურებით.
6.4 საიტის ადმინისტრაცია პასუხს არ აგებს გარიგების მონაწილეთა რომელიმე მხარის მიერ მიწოდების შეთანხმებული პირობების დარღვევაზე.
მუხლი 7. საქონლის გარანტია
7.1 ინტერნეტ მაღაზია botasi.ge-ში განთავსებულ ნებისმიერ პრდუქტზე შესაბამის გარანტიას იძლევა განცხადების ავტორი (გამყიდველი).
7.2 საიტის ადმინისტრაცია პასუხს არ აგებს განთავსებული საქონლის საგარანტიო პირობებზე.
მუხლი 8. მხარეთა უფლება-მოვალეობები
8.1 გამყიდველი ვალდებულია:
8.1.1 არ გაასაჯაროს მყიდველის არანაირი პირადი ინფორმაცია და არ მისცეს მესამე პირს წვდომა ამ ინფორმაციაზე, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწნებული შემთხვევებისა.
8.1.2 მისცეს მყიდველს შესაძლებლობა ისარგებლოს სატელეფონო კონსულტაციით ტელეფონის ნომერზე, რომელიც მითითებულია საიტის botasi.ge გამყიდველის პირად გვერდზე (პროფილის გვერდზე). კონსულტაციის მოცულობა განისაზღვრება კონკრეტულ კითხვებზე პასუხებით, რომელიც შეეხება განთავსებულ საქონელს.
8.1.3 გამყიდველი იტოვებს უფლებას ცალმხრივად შეცვალოს საქონლის გაყიდვის პირობები თუ ეს აისახება საქონლის შესაბამის გვერდზე.
8.1.4 მიაწოდოს მყიდველს საქონელი მასთან შეთანხმებული პირობებით და ვადებში.
8.2 მყიდველი ვალდებულია:
8.2.1 გამყიდველთან კონტაქტამდე დაწვრილებით გაეცნოს საქონლის აღწერას და მიწოდების და გადახდის პირობებს (თუ ეს მითითებული აქვს გამყიდველს), რომლებიც გამოქვეყნებულია საიტზე, განცხადების შესაბამის გვერდზე
8.2.2 მიიღოს და გადაიხადოს საქონლის საფასური გამყიდველთან შეთანხმებული პირობებით და ვადებში.
მუხლი 9. მხარეთა პასუხისმგებლობები და დავების გადაწყვეტა
9.1 გამყიდველი და მყიდველი პასუხისმგებელი არიან შეასრულონ მოლაპარაკების დროს მიღწეული შეთანხმება მიწოდების და გადახდის შესახებ.
9.2 საიტის ადმინისტრაცია არ არის პასუხისმგებელი მყიდველსა და გამყიდველს შორის მიღწეული შეთანხმების დარღვევის შემთხვევაში.
9.3 ყველა დავა და უთანხმოება, წარმოშობილი მყიდველსა და გამყიდველს შორის ამ ხელშეკრულების პირობების შესრულების დროს, წყდება მოლაპარაკებების გზით. თუ დავის მოგვარება ამ გზით ვერ მოხერხდა, მხარეებს უფლე აქვთ საკუთარი ინტერესების დასაცავად მიმართონ სასამართლოს.
მუხლი 10. საქონლის დაბრუნება და გაცვლა
10.1 გამყიდველი არ არის ვაკდებული დაიბრუნოს უკვე გაყიდული საქონელი.
10.2 მყიდველი ვალდებულია ნივთის მიღების მომენტში საფუძვლიანად შეამოწმოს საქონელი და არ აიღოს ის, თუ შეამჩნია რაიმე ხარვეზი ან შეუსაბამობა საიტზე არსებულ ინფორმაციასთან.
10.3 საიტის ადმინისტრაცია არ ერევა საქონლის დაბრუნების ან გაცვლის საკითხებში.
მუხლი 11. ფორსმაჟორული სიტუაცია
11.1 მხარეები არ არიან პასუხისმგებელი ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოვალეობების ნაწილობრივ ან სრულად შეუსრულებლობისთვის, თუ ამის მიზეზი ფორსმაჟორული სიტუაციაა (გადაულახავი სიტუაცია). გადაულახავ სიტუაციებში იგულისხმება საგანგებო და განსაკუთრებული მდგომარეობები, რომლებიც ხელს უშლის ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესრულებას. ასეთებს განეკუთვნება სტიქიური მოვლენები (მიწისძვრა, წყალდიდობა და ა.შ), საზოგადოებრივი ცხოვრების მოვლენები (საომარი მოქმედებები, საგანგებო მდგომარეობა, მსხვილი გაფიცვები, ეპიდემიები და ა.შ.), სახელმწიფოს მიერ შემოღებული ამკრძალავი ზომები (გადაზიდვების აკრძალვა, სავალუტო შეზღუდვები, საერთაშორისო სანქციები და ა.შ.). ასეთი სიტუაციების მოქმედების პერიოდში მხარეები არ უყენებენ ერთმანეთს პრეტენზიებს და ყოველი მათგანი იღბს საკუთარ რისკს თავის თავზე ფორსმაჟორული სიტუაციებიდან გამომდინარე.
მუხლი 12. ხელშეკრულების მოქმედების ვადა
12.1 ეს ხელსეკრულება ძალაში შედის საიტზე botasi.ge მომხმარებლის რეგიტრაციის დასრულების ან განცხადების გამოქვეყნების თანავე.
მუხლი 13. ინტერნეტ მაღაზიის საკონტაქტო ინფორმაცია
ელ-ფოსტა: admin@botasi.ge
საიტი: htps://botasi.ge
ხელშეკრულება ნაიკის ონლაინ მაღაზიიდან გამოწერაზე მოქმედ წესებზე და პირობებზე
ინტერნეტ მაღაზია botasi.ge -ის სახით (შემდგომში ადმინისტრატორი), აქვეყნებს ამ ხელშეკრულებას, რომელიც წამოადგენს საჯარო ხელშეკრულებას როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირების მიმართებაში (შემდგომში მომხმარებელი ან შემკვეთი).
მუხლი 1. ხელშეკრულების საგანი
1.1 საიტის ადმინისტრაცია, მომხმარებლისგან მიღებული მონაცემების საფუძველზე, ანხორციელებს სპორტული ფეხსაცმლის შესყიდვას ნაიკის ოფიციალური ონლაინ მაღაზიიდან (https://nike.com) და მის მიწოდებას საქართველოში.
1.2 თუ ადმინისტრატორი შეკვეთაში აღმოაჩენს კრიტიკულ უზუსტობებს, ის არ განახორციელებს შესყიდვას და მომხმარებელს მიეცემა დრო მის შესასწორებლად. დროის ამ მონაკვეთში, ნაიკის საიტზე მომხდარ ცვილებებზე ადმინისტრაცია პასუხს არ აგებს.
1.3 უზუსტობების არ შესწორების შემთხვევაში, ადმინისტრაცია იტოვებს უფლებას გააუქმოს შეკვეთა და ამის შესახებ აცნობოს მომხმარებელს ელ.ფოსტის მეშვეობით.
მუხლი 2. ხელშეკრულების დადების პირობები
2.1 ამ ხელშეკრულების ტექსტი წარმოადგენს საჯარო ინფორმაციას.
2.2 მომხმარებლის მიერ საიტზე შევსებული შესაბამისი ფორმის შევსების ფაქტი წარმოადგენს ამ ხელშეკრულებასთან უსიტყვო თანხმობას და იგი ავტომატურად განიხილება როგორც პირი, რომელმაც დადო ეს ხელშეკრულება მაღაზია botasi.ge -სთან.
2.3 ფეხსაცმელზე შეკვეთის გაფორმება ხდება მხოლოდ საიტზე არსებულ შესაბამის შესყიდვის ფორმის საშუალებით.
2.4 საიტის ადმინისტრაციასა და შემკვეთს შორის კომუნიკაცია ხორციელდება ელ.ფოსტის მეშვეობით.
2.5 საიტის ადმინისტრაცია პასუხს არ აგებს მომხმარებლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის სისწორეზე (ტელეფონის ნომერი, ელ-ფოსტა, სახელი, გვარი, ფეხსაცმლის მოდელი, ზომა და სხვა).
მუხლი 3. საქონლის მახასიათებლები
3.1 იმის გამო, რომ კომპიუტერის მონიტორების ტექნიკური მახასიათებლები განსხვავდება ერთმანეთისგან, საქონლის რეალური ფერი შეიძლება მცირედით განსხვავდებოდეს nike.com ზე ნაჩვენები ფერისგან.
3.2 ზოგიერთ შემთხვევაში, საქონლის მახასიათებლები და გარეგნული შესახედაობა, შეიძლება განსხვავდებოდეს nike.com ზე არსებული აღწერილობებისგან.
3.3 საიტის ადმინისტრაცია პასუხს არ აგებს მომხმარებლის მიერ nike.com დან დაკოპირებულ ბმულში აღწერილი საქონლის სურათთან რეალურ მსგავსებაზე ან სხვა მახასიათებლების სიზუსტეზე , რომლებიც მითითებულია ნაიკის მიერ.
3.4 nike.com დან გამოწერილი ფეხსაცმლის ხარისხზე, ტექნიკურ მონაცემებზე და ვიზუალზე მთლიანდ პასუხისმგებელია ნაიკის ინლაინ მაღაზია nike.com.
მუხლი 4. საქონლის ფასი
4.1 ფეხსაცმლის გამოწერის ფორმაში ფასები მითითებულია ერთი ერთეულისთვის ამერიკულ დოლარში $.
4.2 შეკვეთის საბოლოო ტარიფს განსაზღვრას შესაბამისი ფორმულა, რომელიც ითვალისწინებს ყველა იმ ხარჯს, რასთანაც არის დაკავშირებული ფეხსაცმლის საქართველოში ჩამოტანა საქართველოს და აშშ-ს საგადასახადო კანონებით. ადმინისტრატორს უფლება აქვს შეიტანოს ფორმულაში ცვლილებები ისე, რომ ამის შესახებ არ აცნობოს მომხმარებლებს.
4.3 შეკვეთის დაჯამებული საფასური ჩანს ფორმაში არსებულ შესაბამის გრაფაში.
4.4 საქონლის საფასურის გადახდა შესაძლებელია ეროვნულ ვალუტაშიც (₾). თანხის ოდენობას განსაზღვრავს დოლარში მიღებული საბოლოო ფასის კონვერტაცია ლარში, გადახდის მომენტში არსებული დოლარის შესაძენი ოფიციალური კურსით.
მუხლი 5. გადახდა
5.1 შეკვეთის საფასურის გადახდა ხდება საბანკო გადარიცხვით დოლარში ან ლარში (გადახდის მომენტში არსებული დოლარის შესაძენი ოფიციალური კურსით).
5.2 შეკვეთის ფორმის გამოგზავნის და დადასტურების შემდეგ, ადმინისტრატორი მომხმარებელს ელ.ფოსტით უგზავნის თანხის გადახდისათვის საჭირო ყველა რეკვიზიტს და ინსტრუქციას, რომელშიც გათვალისწინებულია მომხმარებლის მიერ ფორმის შევსების დროს მითითებული პრიორიტეტები (ვალუტა, მომსახურე ბანკი).
5.3 ადმინისტრატორის მიერ, nike.com ზე შეკვეთის გაფორმება ხდება, მითითებულ ანგარიშზე ჩარიცხული თანხის ასახვის თანავე.
5.4 საიტის ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის შესახებ მომხმარებელს ეცნობება ელ.ფოსტის საშუალებით.
მუხლი 6. მიწოდება
6.1 მყიდველისთვის, ჩამოსული საქონლის მიწოდება ხდება კურიერის მიერ, ფორმის შევსების დროს მითითებულ მისამართზე.
6.2 მყიდველისთვის საქონელის მიწოდების დრო განისაზღვრება შეკვეთის საფასურის გადახდიდან 15-20 სამუშაო დღეში. ვადები შეიძლება შეიცვალოს ფორსმაჟორული სიტუაციების შემთხვევაში.
6.3 მყიდველი ვალდებულია დახვდეს კურიერს შეკვეთის გაფორმების დროს მითითებულ მისამართზე ან შეუთანხმდეს სხვა სრულწლოვან პირს, რომ მიიღოს შეკვეთა მის მაგივრად.
6.4 არასწორად მითითებულ მისამართზე საიტის ადმინისტრაცია პასუხს არ აგებს.
6.5 მითითებულ მისამართზე მიმღები პირის არ დახვედრის შემთხვევაში კურიერი გაიმეორებს მოწოდების მცდელობას მეორე სამუშაო დღეს.
6.6 მითითებულ მისამართზე მიმღები პირის განმეორებით არ დახვედრის შემთხვევაში საქონელი დაბრუნდება ოფისში და შემკვეთი: ან თავად გაიტანს მას ოპერატორთან შეთანხმებულ დროს ოფისიდან ან გადაიხდის საკურიერო მომსახურების საფასურს და მიიღებს შეკვეთას მითითებულ მისამართზე.
6.7 თუ ზემოდ აღნიშნული მცდელობების მიუხედავად მაინც ვერ მოხერხდა შემკვეთისთვის შეძენილი ნივთის გადაცემა, ადმინისტრაცია შეინახავს მას მომდევნო 2 კვირის განმავლობაში შემკვეთის გამოჩენამდე და ამის შემდეგ გააუქმებს შეკვეთას. გაუქმებულ შეკვეთაზე თანხა უკან არ ბრუნდება.
მუხლი 7. საქონლის გარანტია
7.1 ჩვენი დახმარებით ჩამოტანილი ნებისმიერი პრდუქტის გარანტიაზე პასუხისმგებელლია nike.com.
7.2 საიტის ადმინისტრაცია პასუხს არ აგებს ჩამოტანილი საქონლის საგარანტიო პირობებზე.
მუხლი 8. მხარეთა უფლება-მოვალეობები
8.1 ადმინისტაცია ვალდებულია:
8.1.1 არ გაასაჯაროს მყიდველის არანაირი პირადი ინფორმაცია და არ მისცეს მესამე პირს წვდომა ამ ინფორმაციაზე, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწნებული შემთხვევებისა.
8.1.2 მისცეს შემკვეთს შესაძლებლობა ისარგებლოს სატელეფონო კონსულტაციით ტელეფონის ნომერზე, რომელიც მითითებულია საიტის botasi.ge საკონტაქტო გვერდზე. კონსულტაციის მოცულობა განისაზღვრება კონკრეტულ კითხვებზე პასუხებით, რომელიც შეეხება განთავსებულ შეკვეთას.
8.1.3 ადმინისტაცია იტოვებს უფლებას ცალმხრივად შეცვალოს შეკვეთის გაფორმების პირობები..
8.1.4 მიაწოდოს მყიდველს საქონელი მასთან შეთანხმებული პირობებით და ვადებში.
8.2 შემკვეთი ვალდებულია:
8.2.1 დაწვრილებით გაეცნოს შეკვეთის მიწოდების და გადახდის პირობებს, ყურადღებით და სწორად შეავსოს ყველა აუცილებელი ველი და რეგულარულად შეამოწმოს ელ.ფოსტა შემდგომი ინფორმირებისთვის.
8.2.2 გადაიხადოს შეკვეთისთვის განსაზღვრული თანხა შეთანხმებული პირობებით და ვადებში.
8.2.3 ხელი შეუწოს კურიერს მოსაწოდებელი ამანათის მოწოდებაში.
მუხლი 9. მხარეთა პასუხისმგებლობები და დავების გადაწყვეტა
9.1 ადმინისტრაცია და შემკვეთი პასუხისმგებელი არიან შეასრულონ ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები.
9.2 საიტის ადმინისტრაცია არ არის პასუხისმგებელი შემკვეთის მიერ შეთანხმების დარღვევის შემთხვევაში.
9.3 ყველა დავა და უთანხმოება, წარმოშობილი ადმინისტრაციასა და შემკვეთს შორის ამ ხელშეკრულების პირობების შესრულების დროს, წყდება მოლაპარაკებების გზით. თუ დავის მოგვარება ამ გზით ვერ მოხერხდა, მხარეებს უფლე აქვთ საკუთარი ინტერესების დასაცავად მიმართონ სასამართლოს.
მუხლი 10. საქონლის დაბრუნება
10.1 შეკვეთილი საქონელი უკან დაბრუნებას არ ექვემდებარება.
10.2 ფეხსაცმლის ყუთის დაზიანების შემთხვევა საქონლის უკამ დაბრუნების მიზეზი ვერ გახდება.
10.3 საიტის ადმინისტრაცია საქონელს დაიბრუნებს მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ: 1) ჩამოსული ბოტასის მოდელი და ფერი კარდინალურად არ შეესაბამება თქვენს მიერ გამოგზავნილ ბმულზე არსებულ მოდელს და ფერს. 2) ჩამოსული ფეხსაცმლის ზომა არ შეესაბამება თქვენს მიერ მითითებულ ზომას (ყუთზე და ფეხსაცმელზე აწერია თქვენს მიერ მითითებული ზომისგან განსხვავებული ზომა). ფეხსაცმლის ფეხზე არ მორგების შემთხვევა საქონლის უკან დაბრუნების მიზეზი ვერ გახდება. 3) ჩამოსული ფეხსაცმელი დაზიანებულია. ყუთის დაზიანების შემთხვევაში, არ ხდება ბოტასის უკან დაბრუნება.
10.4 ფეხსაცმლის უკან დაბრუნების შემთხვევაში ხდება თანხის უკან დაბრუნება. ავტომატურად თანხა ირიცხება იმავე ანგარიშზე, რომლიდანაც მოხდა მისი ჩარიცხვა შეკვეთის გაფორმების დროს.
მუხლი 11. ფორსმაჟორული სიტუაცია
11.1 მხარეები არ არიან პასუხისმგებელი ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოვალეობების ნაწილობრივ ან სრულად შეუსრულებლობისთვის, თუ ამის მიზეზი ფორსმაჟორული სიტუაციაა (გადაულახავი სიტუაცია). გადაულახავ სიტუაციებში იგულისხმება საგანგებო და განსაკუთრებული მდგომარეობები, რომლებიც ხელს უშლის ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესრულებას. ასეთებს განეკუთვნება სტიქიური მოვლენები (მიწისძვრა, წყალდიდობა და ა.შ), საზოგადოებრივი ცხოვრების მოვლენები (საომარი მოქმედებები, საგანგებო მდგომარეობა, მსხვილი გაფიცვები, ეპიდემიები და ა.შ.), სახელმწიფოს მიერ შემოღებული ამკრძალავი ზომები (გადაზიდვების აკრძალვა, სავალუტო შეზღუდვები, საერთაშორისო სანქციები და ა.შ.). ასეთი სიტუაციების მოქმედების პერიოდში მხარეები არ უყენებენ ერთმანეთს პრეტენზიებს და ყოველი მათგანი იღბს საკუთარ რისკს თავის თავზე ფორსმაჟორული სიტუაციებიდან გამომდინარე.
მუხლი 12. ხელშეკრულების მოქმედების ვადა
12.1 ეს ხელშეკრულება ძალაში შედის საიტზე botasi.ge მომხმარებლის მიერ შეკვეთის ფორმის სრულად შევსების თანავე.
მუხლი 13. ინტერნეტ მაღაზიის საკონტაქტო ინფორმაცია
ელ-ფოსტა: admin@botasi.ge
საიტი: htps://botasi.ge