fbpx

 
რეპლიკა, ეს არის ძვირადღირებული ორიგინალი პროდუქტის ასლი, რომელიც როგორც წესი მაქსიმალურადაა მიმსგავსებული ორიგინალის დიზაინს მაგრამ სხვა დანარჩენით მასთან საერთო არაფერი აქვს.

 საყურაღებოა, რომ ყველაზე ხშირად, იმ ბრენდების პროდუქცია ყალბდება, რომლის საქონელი საქვეყნოდაა ცნობილი და გაყიდვების მაღალი მაჩვენებელი აქვს. დღეს შეგიძლიათ იპოვოთ ძვირადღირებული საათების, ბოტასების, სმარტფონების და ა.შ. რეპლიკები. ვიზუალურად, ასლები ძალიან ჰგავს ორიგინალს და შეუიარაღებელი თვალით შეუძლებელია სხვაობის შემჩნევა. მაგრამ, ასლებს უფრო მეტი მინუსი აქვს, ვიდრე პლიუსები.

 რაც არ უნდა ლამაზად გამოიყურებოდეს ნივთი, ყალბი მნიშვნელოვნად განსხვავდება სამკერვალო ხარისხით, ცვეთის ხანგრძლივობით და მოხმარების კომფორტით. ორიგინალი, თავისი ღირებულებით, ხარისხის და კომფორტის გარანტიას იძლევა, მაგრამ თუ ასლს იყიდით, ვერავინ მოგცემთ გარანტიას, რომ ეს ნივთი ისევე გაგიძლებთ და ისევე კომფორტულად მოიხმართ, როგრც ორიგინალს.

 ორიგინალური პროდუქცია გაცილებით ძვირია, მაგრამ ის ამად ღირს. ადამიანები, რომელსაც ბრენდირებული საქონელი აცვიათ, ყოველთვის მოწესრიგებულად და თავდაჯერებულად გამოიყურებიან და რაც მთავარია, ასეთ ადამიანში სხვები წარმატებულ პიროვნებას ხედავენ. ეს გასაკვირი სულაც არ არის, რადგან ტყუილად არ არის ნათქვამი, რომ ადამიანს "ტანსაცმლით ხვდებიან". თანამედროვე საზოგადოებაში ეს წესი ყოველთვის მოქმედებს, სადაც არ უნდა იყოთ - სამსახურში, სახლში თუ მეგობრების გარემოცვაში.

 ერთი სიტყვით, ბრენდირებული ნივთების ტარება სიამოვნებაა. ადამიანი, რომელიც განსაკუთრებულად ვერ ერკვევა ტანსაცმელში, ადვილად მიხვდება, რომ თქვენ გაცვიათ არა უბრალო იაფფასიანი სამოსი, არამედ რაღაც განსაკუთრებული. ახლა თქვენი გადასაწყვეტია, ჯობია იყიდოთ რეპლიკა თუ ორიგინალი.

 ჩვენი საიტის შემთხვევაში განვიხილოთ ბოტასების მაგალითი:
 
 სამწუხაროდ, საქართველოში გასაყიდი ბოტასების 90 პროცენტი წარმოებულია ჩინეთის არალეგალურ საწარმოებში, სადაც დაბალგანვითარებული ქვეყნებისთვის იწარმოება ცნობილი ბრენდების უხარისხო ასლები რომლებიც უხვად იყიდება ბაზრობებზე და ზოგიერთ მაღაზიებშიც კი. ყველაზე ხშირად, რეპლიკას ყიდულობენ ისინი, ვისაც არ აქვს საშუალება შეიძინოს ორიგინალური სპორტული ფეხსაცმელი და ეს გასაგებია, მაგრამ თუ ორიგინალური სპორტული ფეხსაცმლის შესაძენი სახსრები გაგაჩნიათ და მაინც ვერ გადაწყვიტეთ, რისი ყიდვა ჯობია, გირჩევთ არჩევანი ორიგინალ ბოტასებზე შეარჩიოთ. თუ რატომ, შევეცდები ქვემოთ აგიხსნათ:

 1. ორიგინალური ფეხსაცმელი ბევრად უფრო გამძლეა და გაცილებით მაღალი ხარისხის მასალისგანაა დამზადებული. ყალბი სპორტული ფეხსაცმელი ყოველთვის არ იქნება უხარისხო, მაგრამ პროდუქციის უმეტესობა მაინც შორს იქნება სრულყოფილებისგან, ამიტომ მიზანშეწონილია გავიხსენოთ ანდაზა - „ძუნწი ორჯერ იხდის“.

 2. ორიგინალური სპორტული ფეხსაცმლის შეძენისას ადამიანს შეუძლია დარწმუნებული იყოს არა მხოლოდ ხარისხში, არამედ თავად პროდუქტის დიზაინში, ძირის დამზადების ტექნიკაში, ფეხზე დატვირთვის უფრო კომპეტენტურ განაწილებაში და ა.შ. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როდესაც საქმე ეხება სარბენ ფეხსაცმელს ან სპორტის სხვა სახეობებს.

 3. ორიგინალის ყიდვისას თქვენ მიიღებთ უფრო მაღალ გარანტიას, რომ თქვენი ფეხები და მუხლები ჯანმრთელი იქნება.

 4. იაფი ჩინური რეპლიკები საგრძნობლად აუარესებს ფეხის კანის ჯანმრთელობას. იაფფასიანი სარბენი ფეხსაცმლის უმეტესობა დამზადებულია არასუნთქვადი მასალისგან, რამაც შეიძლება ფეხების ოფლიანობა გამოიწვიოს და გაზარდოს სოკოს გაჩენის რისკი. სამწუხაროდ, უმეტეს შემთხვევაში ეს გარდაუვალია.

 5. ბრენდირებული ტანსაცმელი ან ფეხსაცმელი არის საუკეთესო ქსოვილების, მასალებისა და დიზაინერთა იდეების ერთობლივი სინთეზი, რაც საბოლოოდ პროდუქციის ხარისხში და ელეგანტურობაში აისახება.

 6. ორიგინალი პროდუქტი დამზადებულია მაღალი ხარისხით და ეს ხარისხი განპირობებულია მწარმოებლის მრავალჯერადი გადამოწმებით და გარანტიით, რომ ის მაღაზიის დახლამდე მწარმოებელი ბრენდის ყველა მკაცრი კრიტერიუმის გავლით მივა. ასეთი ნივთები ძვირია, რადგან შეიცავს არა მხოლოდ მაღალხარისხიან მასალას, არამედ დიზაინერების შრომას, პროდუქტის ექსკლუზიურობას და ბევრ სხვას.

 7. პრესტიჟს რომ თავი დავანებოთ და პრაქტიკულად შევხედოთ საკითხს, იაფფასიანი სპორტული ფეხსაცმელების მასალა ყოველდღიური გამოყენების შემდეგ გამოყოფს არც თუ ისე სასიამოვნო სუნს. ძვირადღირებულ მოდელებზე ასეთი პრობლემა არ არის. სუნის გარდა, ყალბი ფეხსაცმლის ტარება განსაკუთრებით სახიფათოა ბავშვებისთვის, ვისი ჯანმრთელობა და სწორი განვითარება, ნებისმიერი მშობლისთვის პრიორიტეტია. ასევე მაღალი ხარისხიანი ფეხსაცმელი დიდი ხნის მანძილზე ინარჩუნებს თავის თავს და ძნელად ფუჭდება ან ცვთება.

 8. და ბოლოს, რეპლიკის შეძენა, ნიშნავს, რომ შეიძინო მოპარული საქონელი, ვინაიდან რეპლიკის დამამზადებლები პარავენ დიზაინს იმ ადამიანებს, რომლებიც წლები მუშაობენ მის შექმნაზე და უამრავი შრომა აქვთ ჩადებული მასში.

 ტყუილად არ არის, რომ ბრენდირებული ტანსაცმელი არამხოლოდ თავისი ბრენდის სახელს ამართლებს, არამედ თანამედროვე მოდის ინდუსტრიაში ყოველთვის თავის სიტყვას ტოვებს. ისინი აგრძელებენ და ამყარებენ ბრენდის გემოვნებისა და სტილის შტამპს, რაც მათ სხვა მწარმოებლებისგან განასხვავებს.

ყოველივე ზემოთ თქმულის დასადასტურებლად გთავაზობთ ვიდეოს, რომელიც ჩინეთში, ფეხსაცმლის დამამზადებელ ცეხშია გადაღებული. აქ ნათლად ჩანს, თუ რატომ უნდა მოვერიდოთ არაორიგინალი ფეხსაცმლის ტარებას.


ეს კი ადიდასის ოფიციალური ფაბრიკაა